სტატია ჟურნალ თბილისელებში   

პინოლანი - ფიჭვის მტვერი კაფსულებში

უნიკალური სასარგებლო თვისებებით თქვენი ჯანმრთელობისთვის

     ფიჭვის მტვერის უნიკალური სამკურანალო  თვისებების შესახებ ბევრია ნათქვამი და დაწერილი.  მეცნიერები, მედიკოსები, ბიოლოგები ერთხმად ადასტურებენ, რომ ფიჭვის მტვერის მიღებით შესაძლებელია სრულად დავაკმაყოფილოთ უჯრედები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეფიციტური ბუნებრივი ელემენტებით. დიდი ხანია აშშ–ში, იაპონიაში, ჩინეთში, კანადაში, საფრანგეთში  და სხვა მრავალ ქვეყანაში, ფიჭვის მტვერი გახდა შეუცვლელი საკვები ბიოდანამატი, მისი გამოყენების შედეგად საგრძნობლად იზრდება  სხეულის ამტანობა და რეაქცია, გონების კონცენტრაციის უნარი, სწრაფად ხდება დახარჯული ენერგიის აღდგენა. საქათველოში წარმოებული პინოლანი-ფიჭვის მტვერი კაფსულებში არის გამოცდილი საშუალება, რომელიც ქართულ ბაზარზე დამკვირდა და მომხმარებლები  აღიარებენ  მის საუცხოო შედეგს და ეფექტურობას. პროფესორ ნინო ჯანდიერს გავესაუბრეთ.

 ნინო ჯანდიერი: პინოლანი ბუნებრივ ნივთიერებათა დაბალანსებული ნაერთია, რომელსაც მეტოქეობას ვერ უწევს დღემდე ცნობილი ვერც ერთი  მცენარეული პროდუქტი. თანამედროვე ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის მაღალი სტანდარტის მიუხედავად არ არსებობს ისეთი მაღალტექნილოგიური  ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია ფიჭვის მტვერის მსგავსი უვნებელი სამკურნალო ნაერთის შექმნა. ფიჭვის მტვერი დაფასოებულია კაფსულებში ევროპული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. მეცნიერულად დასაბუთებული დოზირება, შეფუთვის ხელსაყრელი ფორმა და შენახვის სტერილური პირობები, პრეპარატს უნარჩუნებს  უნიკალურ თვისებებს და ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. ფიჭვის მტვერი მოპოვებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 1300-1500 მეტრ სიმაღლეზე, დამუშავებულია სპეციალური ტექნოლოგიით და არის 100%-იანი სისუფთავის. პინოლანის შემადგენლობაში შედის იდეალურად დაბალანსებული 200–ზე მეტი ბიოაქტიური საკვები ნივთიერება: 18 ამინომჟავა, მათ შორის 8 შეუცვლელი, A, B1, B2, B6, B9, C, D3, E, β -კაროტინი, PP ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები: კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, კრემნიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, სელენი, მარგანეცი,  მოლიბდენი. ასევე შეიცავს 100–ზე მეტი დასახელების ფერმენტს, ფლავონიდს, მონოსაქარიდს, პოლისაქარიდს და უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რაც ამაღლებს ადამიანის საერთო ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას.

  რა შემთხვევებში გამოიყენება პინოლანი და რისთვის არის სასარგებლო?

 პინოლანი  საკმაოდ მრავალმხრივი საშუალებაა: კურნავს სასუნთქი გზების დაავადებებს,  ეფექტურია ქრონიკული ბრონქიტის და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს, აწესრიგებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ინსულტის რისკს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ხელს უწყობს მახსოვრობის და მხედველობის შენარჩუნებას, აწესრიგებს ენდოკრინულ სისტემას , წარმოადგენს პროსტატის მკურნალობის ეფექტურ საშუალებას, აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობას. პინოლანი ებრძვის სიმსივნური პროცესების წარმოშობას და განვითარებას, არეგულირებს ნივთირებათა ცვლას, აუმჯობესებს კანის, ფრჩხილების, თმის მდგომარეობას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დოპინგის კონტროლის ცენტრის მიერ მისი მიღება ნებადართულია სპორტსმენთათვის, საქართველოს  ოლიმპიური ნაკრების წევრები რეგულარულად მოიხმარენ პინოლანს ენერგიის აღსადგენად.

  როგორია  პინოლანის მიღების წესი და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პინოლანის მიღება გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმი განიცდის ვიტამენიბისა და მიკროელემენტების დეფიციტს.  პინოლანის მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც.  მოზრდილთათვის ერთი კაფსულა ორჯერ დღეში ჭამის დროს. ქრონიკული დაავადებებისას და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს დაშვებულია დოზის გაზრდა - სამი კაფსულა სამჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს სამ თვეს.  ბავშვებში პინოლანის მიღება დასაშვებია 2 წლის ასაკიდან, ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. გაიცემა რეცეპტის გარეშე, არ გააჩნია უკუჩვენება.

პინოლანის შეძენა შეგიძლიათ მწვანე აფთიაქში, რომელიც მდებარეობს თბილისში კოტე აფხაზის ქ. N 53  (ყოფილი ლესელიძე)  ტელ:  272 43 55. ასევე მოქმედებს საკურიერო მომსახურება.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონებზე:

ტელ: 599 56 14 70;   599 44 57 77