პროდუქტის შესახებ   

პინოლანი წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებათა დაბალანსებულ ნაერთს, რომელსაც მეტოქეობას ვერ უწევს დღემდე ცნობილი ვერცერთი მცენარეული პროდუქტი.

თანამედროვე ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის მაღალი სტანდარტების მიუხედავად, არ არსებობს ისეთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია ფიჭვის მტვერის მსგავსი უვნებელი სამკურნალო ნაერთის შექმნა. ჩვენს ჯანმრთელობას ძირითადად განაპირობებს სხეულის უჯრედების საერთო მდგომარეობა. პინოლანის მიღებით შესაძლებელია სრულად დავაკმაყოფილოთ უჯრედები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეფიციტური ბუნებრივი ელემენტებით.

ფიჭვის მტვერი არის ერთადერთი უნიკალური ბუნებრივი კომპლექსური საკვები პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შემავალი 200–ზე მეტი ბიოაქტიური კომპონენტი, სრულად არეგულირებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციას.


ფიჭვის მტვერი:

  • უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ებრძვის კარცინოგენებს, სიმსივნური პროცესების წარმოშობას და განვითარებას. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ჭარბ წონას, სელენის მოქმედება ახანგრძლივებს სიცოცხლეს;

  • კურნავს სასუნთქი გზების დაავადებებს, ანეიტრალებს ტუბერკულიოზის ჩხირებს, ეფექტურია ქრონიკული ბრონქიტის და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, სწრაფად აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს;

  • აწესრიგებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ინსულტის რისკს და ტვინის დეგენერაციის პროცესს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ხელს უწყობს მახსოვრობის და მხედველობის შენარჩუნებას;

  • აწესრიგებს ენდოკრინულ სისტემას და შარდსასქესო ორგანოებს, აღადგენს ჰორმონების სეკრეციას. აძლიერებს პოტენციას, წარმოადგენს პროსტატის მკურნალობის ეფექტურ საშუალებას. ამერიკელი და კანადელი მეცნიერების გამოკვლევებით, განკურნებულ პაციენტთა მაჩვენებელმა შეადგინა 80–90%!

  • ააქტიურებს სისხლმბად ორგანოებს, ეფექტურია ანემიის დროს, მკვეთრად ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების ოდენობას, აღადგენს ორგანიზმის ყველა უჯრედს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას;

  • აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და არტერიულ წნევას. მინიმუმამდე ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს და სისხლში ქოლესტერინის დონეს. აქვს ღვიძლისა და თირკმელების დაცვის ფუნქცია;

  • ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის და შაქრიანი დიაბეტის დაავადებების სამკურნალოდ, წარმოადგენს საუკეთესო დიეტოთერაპიულ პრეპარატს;

  • აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის საერთო მდგომარეობას, წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას პოლიართრიტის, ართროზის, პოდაგრისა და რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ;

  • იდეალური ბიოსტიმულატორია სპორტსმენებისთვის, ააქტიურებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, აძლიერებს სხეულის ენერგეტიკულ და ფიზიკურ მდგომარეობას.

პინოლანის გამოყენების არეალი:
1) აშშ
2) დიდი ბრიტანეთი
3) ირლანდია
4) გერმანია
5) თურქეთი
6) საქართველო
7) ყაზახეთი
8) აზერბაიჯანი
9) სასომხეთი
10) რუსეთი
11) ირანი


პინოლანის სასარგებლო ეფექტი დაწვრილებით:

ნებისმიერი ჩვენთაგანის სურვილი, ჰქონდეს ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთ ფაქტორებთან, როგორიც არის მემკვიდრეობა, ცხოვრების სტილი, კვება, საცხოვრებელი გარემო, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო პირობები (უმუშევრობა) და ა.შ.

ფიჭვის მტვერის დაბერებასთან ბრძოლის მექანიზმი მარტივია:მისი მოხმარების შედეგად მკვეთრად იზრდება ორგანიზმში მიტოხონდრიების (0)რაოდენობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სხეულის უჯრედების ჟანგბადით უხვად მომარაგებას ე.ი. ჟანგვა-აღდგენითი (1) რეაქციების გააქტიურებას, რის შედეგად სისხლძარღვების კედლებზე შემცირდება ლიპიდების (ცხიმების)  დალექვა დაშესაძლებელი გახდება ათეროსკლეროზის (2)თავიდან აცილება, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში მისილოკალიზაცია. პინოლანის მიღების შედეგად ერითროციტებში (3)მატულობს სუპეროქსიდიმუსტაზის (4)რაოდენობა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გადამჟავებული ლიპიდების და ლიპოფუსცინის (5) რაოდენობას, როგორც გულის კუნთებში, ასევე თავის ტვინშიდა ღვიძლში. ამასთანავე ფიჭვის მტვერის შემადგენელი ბუნებრივი ვიტამინები და მიკროელემენტები სრულად აკმაყოფილებენ ორგანიზმს იმ ნივთიერებებით, რისი მიღება და შეთვისება უნდა ხდებოდეს იმ ხილ-ბოსტნეულიდან რაც სამწუხაროდ შხამ-ქიმიკატებით და პესტიციდებით დამუშავების შედეგად გამქრალია, ან ზღვრულ მინიმუმამდეა შემცირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პინოლანის მიღება ზრდის სხეულის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობას, პროპორციულად იზრდება ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაც!

(0)მიტოხონდრია - წარმოადგენს უჯრედის ელექტრო სადგურს, მისი მთავარი ფუნქციაა ორგანული ნაერთების და ჟანგვა და მათი დაშლის დროს გამოთავისუფლებული ენერგიის გამოყენება ელექტრო პოტენციალის, სინთეზისა და თერმოგენეზის წარმოქმნის მიზნით.

(1) ჟანგვა - აღდგენითი რეაქციები ბიოქიმიური პროცესი, რომლის დროსაც წყალბადის ელექტრონი ან ატომი გადადის ერთი მოლეკულიდან (დასაჟანგიდან) მეორეში (აღსადგენში).

(2) ათეროსკლეროზი - ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდებადა სისხლის მიმოქცევა ძნელდება.

(3) ერითროციტი - სისხლის წითელი უჯრედი, რომელიც შეიცავს ჰემოგლობინს. სასუნთქი ორგანოებიდან ქსოვილებში გადააქვს ჟანგბადი, ხოლო იქიდან გამოაქვს ნახშირორჟანგი.

(4) სუპეროქსიდიმუსტაზა - მიეკუთვნება ანტიოქსიდანტური ფერმენტების ჯგუფს. კატალაზასა და სხვა ანტიოქსიდანტურ ფერმენტებთან ერთად, ის იცავს ადამიანის ორგანიზმს მუდმივად ფორმირებადი მაღალი ტოქსიკური ჟანგბადის რადიკალებისგან. სუპეროქსიდისმუტაზა კატალიზაციას უწევს სუპეროქსიდის დაშლას ჟანგბადად და წყალბადის ზეჟანგად.

(5) ლიპოფუსცინი - მოყვითალო, წაბლისფერიპიგმენტი, უმთავრესად აღინიშნება მოხუცებში და ხანგრძლივი, განმლევი ავადმყოფობის შედეგად თითქმის ყველა ორგანოში.

 

თანამედროვე ცხოვრების რითმიდან გამომდინარე განსაკუთრებით აქტუალურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მათი დროული ლოკალიზაცია. სტრესები, არასწორიკვება, უწრთობი ფიზიკური სხეული, ჭარბიწონა (სიმსუქნე) და ა.შ.წარმოშობენ ხელსაყრელ გარემოს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებისა და სისხლძარღვების კედლებზე მათ დასალექად, რაც იწვევს ათეროსკლეროზს, (1) რომლის გამოხატული სიმპტომი სისხლძარღვების ელასტიურობის დარღვევა და მაღალი არტერიული წნევაა. ასევე ცნობილია, რომ ათეროსკლეროზული ეპითელიუმის კაპილარები არ არის ელასტიური, მყიფეა და სისხლდენისადმია მიდრეკილი, (კაპილარების კედლებისსისქე 0.005 მმ–ია.) მაგრამ უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს კაპილარების რღვევის შედეგი, ტვინის იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი.

მდიდარი ღირებულებების მქონე ნივთიერებების შემცველი პინოლანი, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს შინაგან სეკრეციას, იცავსგულ-სიხლძარღვთა სისტემას P ვიტამინის (რუტინი) მოქმედებით, რომელიც სისხლძარღვების წმენდასთან ერთად ელასტიურს ხდის მათ და კაპილარების კედლებს, ასევე მცირდება ტვინის აპოპლექსიის რისკი იმ ადამიანებისთვის ვისაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. რუტინი ასევე ეფექტურად იცავსთავის ტვინს და თვალის ბადურას სისხლის ჩაქცევისგან. პინოლანის მოქმედებით გამოწვეული ცხიმოვანი ფოლაქების და ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღების და მყარი ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია.

(1)   ათეროსკლეროზი- ქრონიკულიდაავადება, რომლისდროსაც არტერიის კედლებისქელდებადაეშვება, სანათური ვიწროვდებადა სისხლის მიმოქცევაძნელდება.

(2)   აპოპლექსია – დამბლისდაცემა, რაც გამოწვეულია თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით.

ფიჭვის მტვერის შემადგენელი მონოსაქარიდები ხელს უწყობენ ღვიძლის გლიკოგენის სინთეზს, ხოლო ფერმენტები დადებით ზეგავლენას ახდენენ პროტეინების სინთეზსა და მეტაბოლიზმზე. პროტეინები ამინომჟავებად იშლებიან, რომელთა 20% ხვდება სისხლში უჯრედების ფუნქციონირების საჭიროებისათვის, ხოლო ძირითადი ნაწილი ღვიძლში რჩება განმეორებითი სინთეზისთვის. პროტეინების უკმარისობა ღვიძლში იწვევს ცხიმების მომატებას და ლიპიდოზს, რაც ღვიძლის ცეროზის მიზეზი ხდება.

პინოლანი მდიდარია პროტეინებით, ამინომჟავებით, B ჯგუფის ვიტამინებით და ისეთი მიკროელემენტებით როგორიცაა სპილენძი, ცინკი, მაგნიუმი. ეს ნივთიერებები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვიძლში მიმდინარე მრავალი ენზიმის ფორმირებაში და გააქტიურებაში. პინოლანი ამასთანავე ახდენს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას! კლინიკურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფიჭვის მტვერის მიღებამ გაცილებით გააუმჯობესა პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ გადაღლის, მოუსვენრობის, კუჭის მოქმედების, ღვიძლის არეში ტკივილების სიმპტომები. ფიჭვის მტვერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ღებულობს სამედიცინო პრეპარატებს.

ჯანმრთელი ცხოვრების წესის თანამედროვე მოდელს წარმოადგენს ოპტიმალური წონის შენარჩუნება. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ხშირ შემთხვევებში ხდება, როდესაც ჭარბი წონის ადამიანები ცდილობენ წონის დაკლებას კვების პროდუქტების შეზღუდვის ან დეჰიდრატაციის ხარჯზე, ( დიეტა, შიმშილობა საუნა და ა.შ.) რაც ხშირ შემთხვევებში ხდება ორგანიზმისათვის საზიანო და იწვევს სხვადასხვა არასასურველ გართულებებს.


ფიჭვის მტვერის გამოყენება ჭარბი წონის შესამცირებლად ფართოდ აპრობირებული და რეკომენდირებულია იაპონელი, ჩინელი, გერმანელი, კანადელი მეცნიერი ექიმების მიერ ჩატარებული კლინიკური პრაქტიკით. მრავალწლიანმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ფიჭვის მტვერით მოსარგებლე ადამიანებს ჭარბი წონა შეუმცირდათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების და ლიპიდური (ცხიმოვანი) ქსოვილების შემცირების ხარჯზე, რაც ადასტურებს უძველესი ჩინური ფარმაკოპიის ჩანაწერების უტყუარობას, სადაც მითითებულია, რომ: „ფიჭვის მტვერის მიღება სასიკეთოა მსუქანი ადამიანებისათვის რადგან სხეულის სასიცოცხლო თვისებების მოწესრიგება „ძალდატანების“ გარეშე ბუნებრივად აღადგენს სხეულის ოპტიმალურ წონას.“

ენდოკრინული სისტემა, არის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების და სტრუქტურების ერთობლივობა, რომლის ფუნქციას სხეულის ყველა ორგანოს კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჯირკვლების მიერ გამოიყოფილი ჰორმონები, სისხლის მეშვეობით გადაეცემა მთელ ორგანიზმს. ნერვული სისტემის მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული მოწესრიგებული ენდოკრინული სისტემა, უზრუნველყოფს სხეულის ზრდას, მის რეგენერაციას და ხანგრძლივ ფუნქციონირებას. ჰორმონების არასრულყოფილი, ასევე ჭარბი სეკრეცია იწვევს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესის დისფუნქციას.

ფიჭვის მტვერი საყოველთაოდ ცნობილი ეფექტური საშუალებაა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების გაძლიერების და მათი სეკრეციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პინოლანის მიღება არეგულირებს ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ფუნქციებს, აბრკოლებს ჯირკვლების დაბერების პროცესს, საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ამოკლებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციის მოშლით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის პერიოდს, ამაღლებს ორგანიზმში მიმდინარე ძირითადი სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობის ხარისხს.

სტატისტიკა გვამცნობს, რომ 45-50 წლამდე მიღწეული მამაკაცების 50%-ს აღენიშნებათ პროსტატის ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სხვადასხვა ხარისხი, ხოლო კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ დაავადებულ მამაკაცების რაოდენობა აღემატება 75%-ს! პროსტატის ჯირკვლის სამკურნალოდ მრავალი მედიკამენტია ცნობილი, მაგრამ რამდენადაც ჯირკვლის კაფსულას აქვს სისხლის მცირე შეღწევადობა და სუსტი ცირკულაცია, ფარმამედიკამენტები ძნელად შეიწოვებიან ჯირკვალში და იშვიათად აღწევენ დაავადების აღმოსაფხვრელ საჭირო კონცენტრაციას. ექსპერიმენტული კვლევების მონაცემებმა, რომლებიც ჩატარებულია აშშ-ში, იაპონიაში, კანადაში, შვეციაში, გერმანიაში და ჩინეთში აჩვენა, რომ ფიჭვის მტვერის მიღებით შესაძლებელია არსებული პრობლემის აღმოფხვრა, ყოველგვარი სირთულის გარეშე.

ცნობილი იაპონელიექიმი მეცნიერი, დოქტორი შიგეკი ჰინოჰარა, (2) (იცოცხლა 105 წელი) გვეუბნება: წარსულში, ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობას ესაჭიროებოდა ხანგრძლივი პერიოდი, რადგან მკურნალობას თან სდევდა სნეულების განმეორებითი რეციდივები, რომელიც მოკლე დროში სრულად აღმოფხვრა ფიჭვის მტვერის გმოყენებამ. აშშ-ში და შვეციაში ფიჭვის მტვერის საშუალებით მიღწეული წინამდებარე (პროსტატის) ჯირკვლის განკურნების მაჩვენებელი 80–90%-ია! აღსანიშნავია, რომ ფიჭვის მტვერის პროფილაქტიკური მიღება არის  წინდახედული პრევენცია პროსტატის ჯირკვლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად!

(1)   პროსტატის კეთილ თვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ პროსტატის ადენომა — წინამდებარე ჯირკვლის არაავთვისებიანი გადიდება. ის 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ასაკშიც იჩინოს თავი. პროსტატის ადენომის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არა რის. ეს დაავადება მამაკაცთა კლიმაქსის ერთ-ერთ გამოვლინებად რჩება.

შიგეკი ჰინოჰარა higeaki Hinohara (日野原重明 Hinohara Shigeaki, 1911 წლის 4 ოქტომბერი - 2017 წლის 18 ივლისი) იაპონელი ექიმი და მეცნიერი, იყო ხუთი ფონდის ხელმძღვანელი და ტოკიოს საერთაშორისო სენტ-ლუკას საავადმყოფოს პრეზიდენტი. ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქვეყნი სჯანდაცვის განვითარებაში, როგორც პრაქტიკოსმა ექიმმა და მეცნიერმა.

პინოლანი განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ-ნაწლავის მოქმედებების დარღვევის დროს, რადგან ის შეიცავს თიამინის (ვიტამინი B1) საჭირო რაოდენობას, რომლის აქტიურ (კოფერმენტულ) ფორმას წარმოადგენს მისი ფოსფორილირებული წარმოებული – თიამინდიფოსფატი (კოკარბოქსილაზა), რომელიც მონაწილეობს დეკარბოქსილაზების, ნახშირწყლების ენერგეტიკულ ცვლაში და მათში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის დეკარბოქსილირების რეაქციებში.

თიამინი აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, ნორმაში მოყავს კუჭის წვენის გამოყოფა და ააქტიურებს კუჭის მოქმედებას. თიამინს შეუძლია შეამსუბუქოს მწვავე და ქრონიკული დიარეა, (ფაღარათი) ენტერიტები და ნაწლავური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავური პათოგენური ბაქტერიების და მიკრობების გამრავლების შედეგად ისე, რომ არ მოსპოს კუჭის მოქმედებისათვის აუცილებელი და სასარგებლო მიკრობები.

ფიჭვის მტვერში არსებული ბოჭკოები ასუფთავებენ ნაწლავებს ტოქსინებისაგან და კურნავენ ყაბზობას. ყაბზობა წარმოადგენს პოტენციურ პათოგენურ ფაქტორს, რომლის დარეგულირება შესაძლებელია პინოლანის მიღებით ნაწლავების მეტაბოლიზმის დარეგულირების და ტონუსის მომატების ხარჯზე, რაც გამოიწვევს სიმსივნური დაავადებების თავიდან აცილებას.

სიმსივნური დაავადებების გაჩენის სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. 20 წლიდან 60 წლამდე ასაკის კიბოთი დაავადებულთა რიცხოვნობა 2–7 ჯერ იზრდება ყოველი 10 წლის განმავლობაში. იმუნოლოგები მიიჩნევენ, რომ იმუნური ორგანოები ასაკის მატებასთან ერთად დეგრადირდება. გარემო სამყაროს დაბინძურება, საკვების და სასმელი წყლის საეჭვო სტრუქტურა, არსებული რადიაციული ფონი და სხვ. მომაკვდინებელ გავლენას ახდენს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციაზე. ჩატარებულმა კვლევებმა მეცნიერებს თვალნათლივ დაანახა, რომ უმეტეს სიმსივნურ დაავადებებს აქვთ 10 დან 30 წლამდე განვითარების დრო. ასეთი ხანგრძლივი პერიოდი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ სიმსივნის შემდგომი განვითარება.

ფიჭვის მტვერში შემავალ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ნუკლეინის მჟავებს და ვიტამინებს შეუძლიათ უჯრედების ბრძოლის უნარის ამაღლება და სისხლში მჟავიანობის შემცირება, რაც თამაშობს აქტიურ როლს სხეულის უჯრედების იმუნური ფუნქციის გაძლიერებაში მაკროფაგების ფაგოციტოზის გაძლიერებით. პინოლანიში შემავალი ბეტა-კაროტინი სპობს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს და იცავს>უჯრედების მემბრანებს კარცენოგენული ნივთიერებათა შეჭრისგან.

ფიჭვის მტვერის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება დიდი ხანია იპყრობს მეცნიერთა ყურადღებას. პინოლანი ისე ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს, რომ არ ეხება საღ უჯრედებს, მაშინ როდესაც კლინიკური მკურნალობის პროცესში გამოყენებული მედიკამენტები განურჩევლად კლავენ ორივეს, რაც ხშირად იწვევს მკურნალობის პერიოდში მდგომარეობის გაუარესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პინოლანი წარმოადგენს საუკეთესო დამხმარე პრეპარატს სხივური და ქიმიოთერაპიული მკურნალობის პერიოდში.

თანამედროვე გამოკვლევები გვამცნობენ, რომ ადამიანის თავის ტვინი შედგება 14 მილიარდი უჯრედისგან, ხოლო წონა 1400 გრამს შეადგენს. 20 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ყოველდღიურად მიახლოებით 100 ათასი უჯრედი კვდება, ხოლო 60 წლის ასაკში ტვინის უჯრედთა რაოდენობა შეადგენს 20 წლის ასაკის ადამიანის უჯრედთა რაოდენობის მეათედს. ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება და აზროვნება საგრძნობლად უარესდება, რაც გამოწვეულია თავის ტვინის დეგენერაციით (დაბერებით). კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ პინოლანს შეუძლია არა მხოლოდ ტვინის ფუნქციების სტიმულაცია და გაძლიერება, არამედ მეხსიერების გაუარესების და დემენციის (გონებასუსტობა) მკურნალობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეხსიერების და აზროვნების პროცესის ხარისხის დაქვევითება მჭიდრო კავშირშია ტვინის არასრულფასოვან კვებასთან. ნებისმიერი საკვები ნივთიერებების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. პინოლანის მიღებით შესაძლებელია ტვინის საკვები ნივთიერებებით სრულად უზრუნველყოფა.

პინოლანის შემადგენელობაში შემავალი შეუცვლელი ამინომჟავა არგინინი არა მხოლოდ ხელს უწყობს ზრდის ენდოგენური ჰორმონის სეკრეციას, არამედ ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, გვეხმარება სწრაფად აღვიდგინოთ დახარჯული ენერგია ავადმყოფობის და ფიზიკური გადაღლილობის შემდგომ პერიოდში.

ვინაიდან პინოლანი მდიდარია ცოცხალი ვიტამინებით და განსაკუთრებით C ვიტამინით, (ასკორბინის მჟავა) მისი მიღება თავიდან აგვაცილებს სასუნთქი გზების დაავადებებს. ვიტამინებით უზრუნველყოფილი ორგანიზმში გაძლიერებულია უჯრედთაშორისი კავშირი, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების შეჭრას და მათ გავრცელებას. ცნობილია, რომ C ვიტამინი იოლად იჟანგება, გაცხელებისას იშლება და წყალშიც ადვილად ხსნადია. მაშასადამე ვიტამინი C ნაყენის ან ჩვეულებრივი საკვების მომზადების დროს განიცდის დიდი ოდენობით დანაკარგებს, რაც გამოირიცხება პინოლანით მისი მიღების შედეგად. ახალი ზელანდიის და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა სასმელებს ისე ამატებს ფიჭვის მტვერს, როგორც ჩვენ ვუმატებთ შაქარს ჩაის ან ყავას. საფრანგეთი, კანადა, ნორვეგია, ჩინეთი ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია სადაც ფიჭვის მტვერი აღიარებულია სასუნთქი გზების დაავადებების იდეალურ სამკურნალო საშუალებად.

ჩატარებულმა ცდებმა ცხადჰყო, რომ 100 გრ. ფიჭვის მტვერი შეიცავს 48 მგ. C ვიტამინს, ე.ი. წარმოადგენს მნიშვნელოვან პროდუქტს, რომელსაც შეუძლია განკურნოს ისეთი მძიმე დაავადებები როგორებიც არის ტუბერკულიოზი, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები და ა.შ. ორი თვის განმავლობაში პინოლანის მიღებით სისხლში ერითროციტების რაოდენობა მატულობს 25–30%–ით, ხოლო ჰემოგლობინის 15%–ით, ასევე იზრდება სისხლში იმუნოგლობულინის რაოდენობა.

სამკურნალო კვება პნევმონიის და ფილტვების ტუბერკულიოზის დროს წარმოადგენს დაავადებულთა რეჟიმის ერთ ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. კარგადაა ცნობილი, რომ ავადმყოფის საკვები საჭიროა შეიცავდეს ვიტამინების დიდ ოდენობას, რომლებიც წარმოადგენენ ნივთიერებათა ცვლის პროცესების კატალიზატორს. ტუბერკულიოზით დაავადებულის კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ მინერალური ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და ხელს უწყობენ ტუბერკულიოზის კერების შეხორცებას.

ფიჭვის ყვავილის მტვერი აუმჯობესებს ფიზიკური სხეულის უჯრედების მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კანის ქსოვილის სიმკვრივეს, ელასტიურობას, ტენიანობას და ტურგორს. (1) აქედან გამომდინარე, ფიჭვის მტვერს სამეცნიერო წრეებში საკვებ კოსმეტიკასაც უწოდებენ.
ამინომჟავებით მდიდარი პინოლანი იოლად შეითვისება კანის ქსოვილების მიერ, რადგან ბუნებრივი ვიტამინების კომპლექსი და კანის მკვებავი ფერმენტები ერთობლივად აძლიერებენ მის კოსმეტოლოგიურ ფუნქციებს. ორგანული C, E, B ვიტამინებით და სელენით მდიდარი პინოლანი ზღუდავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, ხელს უშლის პიგმენტური ლაქების და ნაოჭების წარმოქმნას, ანიჭებს კანს ერთგვაროვან სტრუქტურას და ხდის გლუვს. ფიჭვის მტვერის ინტენსიური გამოყენებით ახალგაზრდავდება კანი, ფერმრკრთალდება ჭორფლი, ძლიერდება თმის ძირები და ჩერდება თმის ცვენა.

1. ტურგორი-ქსოვილების ნორმალური ტონუსი მათში სისხლისა და ლიმფის საკმარისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.