ფიჭვის მტვერის აღმოჩენის ისტორია   

ფიჭვის მტვერის გამოყენების ისტორია  24 ათასწლეულს ითვლის. ლეგენდის თანახმად, ჩინეთში, წიწვოვანი  ტყით დაფარული მთის ძირში მდებარე სოფლის მოსახლეობამ სახელი გაითქვა არა მხოლოდ ძლიერი და ლამაზი ახალგაზრდებით, არამედ ჯანმრთელი და ჭარმაგი ხანდაზმულებით. ისინი ინარჩუნებდნენ საღ კბილებს, თმას, იშვიათად ავადმყოფობდნენ, ჰყავდათ განსაკუთრებით ლამაზი და ჯანმრთელი შვილები, ღრმა სიბერემდე ჰქონდათ შთამომავლობის რეპროდუქციის უნარი.ყველა ეს სიკეთე ფიჭვის მტვერის ,,მისტიკურ თვისებებით“ აიხსნებოდა.

გაზაფხულზე რამოდენიმე დღის განმავლობაში გაყვავებული ფიჭვი მათ ჭას მტვერით ავსებდა, ამ წყალს იყენებდნენ მთელი წლის განმავლობაში. სოფლის მცხოვრებთა ,,განსაკუთრებულობის“ შესახებ ამბავმა ჩინეთის იმპერატორის ყურამდე მიაღწია, რომლის ბრძანებით ფიჭვის მტვერის თვისებები შეისწავლეს და დარწმუნდნენ ამ ბუნებრივი ნივთიერების უნიკალურობაში და ძალაში.

ჩინეთის იმპერატორმა ბრძანა ყოველწლიურად შეგროვილი ფიჭვის მტვერი მის სასახლეში  ხარკის სახით მიეტანათ. დღეს ფიჭვის მტვერი აყვანილია  ეროვნული საგანძურის რანგში და ჩინეთში ჩასული საპატიო სტუმრებისათვის წარმოადგენს ყველაზე ძვირფას  საჩუქარს.

ფიჭვის მტვერი